Wiki Contributions

Comments

ზურა, მგონი გარკვეულ წილად ამბობ, რომ იდენტობის ფორმირებას ორი მხარე აქვს. ნეგატიური - მაგალითად, რუსეთის უარყოფა ილიას შემდეგ და პოზიტიური - შემდგარი მოვლენებით როგორიცაა სახინკლის ინციდენტი. ისტორიულ წყაროებს რომ შევხედოთ, საქართველოს, ქართულ ენას - ნამდვილ პოზიტიურ ფუძეს დავუდებთ წარსულში და ერთისმხრივ ეს “სტრახოვკას” გვაძლევს. სამაგიეროდ, ასეთი მიდგომით გამოვტოვებთ იმას რაც შეეხება საერთოდ - იდენტობას, ყოფას. დავფიქრდეთ ასე - ქვეყნები იყოფა, ენებიც. მამარდაშვილის აზრს მოვიპარავ და ვიტყვი, რომ არაფერი, გარდა ადამიანთა შრომისა, მცდელობისა რომ იყვნენ ერი, არ აქცევს მათ ერად. შენც მგონი დაახლოებით ეგეთ რამეს ამბობ. რომ ჩვენი ყოველდღიურობიდან და შრომიდან (აზრიდან) უნდა შევქმნათ იდენტობა (ეს ისტორიის ჩვენში "გაცოცხლებასაც" მოიცავს). მე ამასთან მინდა ხოლმე დავამატო, რომ ეს მცდელობა წარმატებული უნდა იყოს - თორე დიდხანს ერად ვერ დავრჩებით . 

ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ბრძოლაც ყოფიერებამ დაბადა.  ამ შემთხვევაში ეს ნეგაცია ძალიან ძლიერ პოზიტიურ ვალდებულებას გვაკისრებს - იმას ვისაც გვაკისრებს. თუ ბევრი იგრძნობს ამ ვალდებულებას, ჩვენთვის ამოუცნობი მიზეზების გამო; და თუ გაგვიმართლებს, შევძლებთ ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ ერი  - ისტორიაში.