All of Gvelesa's Comments + Replies

ზურა, მგონი გარკვეულ წილად ამბობ, რომ იდენტობის ფორმირებას ორი მხარე აქვს. ნეგატიური - მაგალითად, რუსეთის უარყოფა ილიას შემდეგ და პოზიტიური - შემდგარი მოვლენებით როგორიცაა სახინკლის ინციდენტი. ისტორიულ წყაროებს რომ შევხედოთ, საქართველოს, ქართულ ენას - ნამდვილ პოზიტიურ ფუძეს დავუდებთ წარსულში და ერთისმხრივ ეს “სტრახოვკას” გვაძლევს. სამაგიეროდ, ასეთი მიდგომით გამოვტოვებთ იმას რაც შეეხება საერთოდ - იდენტობას, ყოფას. დავფიქრდეთ ასე - ქვეყნები იყოფა, ენებიც. მამარდაშვილის აზრს მოვიპარავ და ვიტყვი, რომ არაფერი, გარდა ადამიანთა შრომისა, მცდელობისა რომ იყვნენ ერი,... (read more)

1zuramishvili1y
კი. აიაზია ბერლინის positive/negative liberty -ს თემაა დაახლოებით [https://plato.stanford.edu/entries/liberty-positive-negative/]. "არა-რუსობა" არის ნეგატიური თავისუფლება/იდენტობა, რაღაცისგან თავისუფლება. "ქართველობა" უნდა იყოს პოზიტიური თავისუფლება/იდენტობა, რომელიც თავის თავში უკვე უნდა მოიცავდეს რაღაცეებს (მათ შორის, შეიძლება, "არა-რუსობასაც", მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი ცენტრი).

კიი, ამას მესამე პოსტში უკვე ცოტა კონკრეტულად ვეხები. საუბარია "ფანტომებზე", ანუ ცარიელ სიტყვებზე და არასწორად ახსნილ ნამდვილ მოვლენებზე. უნდა ვცადოთ რომ ვიპოვოთ ასეთები, მოვიშოროთ ის რისი მოშორებაც შესაძლებელია და უკეთესად ავხსნათ ის რისი ახსნაც მოგვიძველდა. 

there is no understanding public opinion as separate from the infrastructures that accommodate it. 

ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ სოციალური მედია ასახავს რეალობას. თქმა იმისა ,რომ იგი “ყალბია” მხოლოდ საზოგადოების გარკვეული სიმპტომისთვის თვალის არიდება იქნებოდა. სწორედ ამიტომ, საჭიროა გავეცნოთ მედიას სტრუქტურულად - კერძოდ მისი წყაროსა და ეფექტებს. 

უნდა მოვიცქეთ ისე, როგორც გამოცდილი გამომძლიებელი; რადგან ყალბი ბანკოტიც ისეთივე ნამდვილია, როგორც მთავრობის დაბეჭდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არავის მოტყუება შეეძლებოდა. 

ის რასაც ყველაზე ხშირ... (read more)