წლების განმავლობაში ვფიქრობდი სცენარის დაწერაზე.  გამიჩნდა კითხვა, თუ როგორი შეიძლება იყოს სიუჟეტი ოცდამეერთე საუკუნეში;  როგორი სიუჟეტებს ვერ ვხედავ მე.                                     

შესავალი

ნარატივები რომლებიც ქართულ ცნობიერებაში ფიგურირებს უმოძრაობის ნარატივებია - ნარკოტიკები, ოთხმოცდაათიანები, კლუბები, საბჭოთა ბლოკები. ამასთან ერთად, რადგან ვიცით რა ხდება ყველგან და ყოველთვის, შეგვიძლია შევაფასოთ ნებისმიერი მოვლენა - ბასიანზე, ხიდზე, ტესში თუ პარლამენტთან. ამის ფონზე ცხადია, რომ ჩვენს ნარატივებში არ მოიძებნება ‘ამოუცნობი’ მიმართულება და მოვლენა, ისევე როგორც იგი არ ჩდება სხვა ‘თბილისურ’ ლიტერატურაში. გასეირნება ყარაბაღში არაფერია გარდა საქართველოს ფსიქიურ ფონში გასეირნებისა; თანაც ისეთის, რომელშიც ქართველს თავისი ‘იდეოლოგიური სათვალეები’ დედამიწის ყველა კუთხეში შეუძლია გაიყოლოს - შეხვდება ისევ იმას, რაც უკვე იცის. ამ ჟანრის ექსტრიმალური ლიმიტი იქნებოდა მაგალითად ქართველი ნარკომანი - ვიეტნამის ომში, რომელიც ააწყობს ბულიკს და ნარდს გააგორებს ვიეტკონგის კაპიტანთან. ჩახმოვანება - სწორედ ამგვარი  - მთელი სამყაროს ‘გაქართველების’, ანუ ჩვენი შინაგანი სამყაროს გარეთ გატანის პროცესია. 

პრობლემის ფართო მოხაზვა  

ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ის , რომ ყველანაირი უბედურება ქართველის ‘ნორმალურ’ მდგომარეობად გაასაღდეს - არამედ რომ დაკავშირებული იყოს იგი გარკვეულ სტრუქტურასთან, ცხოვრებისა თუ სახელმწიფოსი. თუ მაინცდამაინც დანებების გამოხატვა გვინდა - დავტოვოთ ცოტა ბრძოლისუნარიანობა, ღირსება ჩვენს პერსონაჟებში. მაგალითად, წამოიდგინეთ ფილმი, რომელიც ახალგაზრდა, თანამედროვე’, ჭკუა-გახანილი ქართველის გარდაუვალ დაღმასვლას ანახებს; რომელშიც პროტაგონისტის არ უნდა შეეგუოს სახელის  ცვლილებას. ანუ, ის ხდება ‘ძველი’, რადგან ემართება უბედურება, შემგომ კარგავს სამსახურს და როდესაც ქუჩაში დგას, ეძახიან ბირჟავიკს. მას არ უნდა, რომ თავისი თავი ასე აღწეროს, მაგრამ არ უსმენენ. თანდათან, იგი მეტად და მეტად ემსგავსება იმას - რასაც ეძახიან.  განა ასეთი ცუდია იყო ძველი? განა ყოველთვის ცოტა ძველი არ იყო და თან ყოველთვის ბულიკს არ ურტყამდა? საბოლიო ჯამში მისი ინდივიდუალურობა კვდება და რჩება ბირჯა, ნარკოტიკი, არაყი, კლუბი, რუსული სლენგი და გაშარჯებული უბედურება. ჩვენ ეს არ კარგად არ ვიცოდით, მაგრამ მეექვსე-მეშვიდე კლასებში უკვე საბჭოთა ციხის რიტორიკით ჩავკეტეთ რეალობა; რეალობა რომელიც ჩაკეტილ გულაგს არაფრით გავდა. ზონაში ხალხი შემოდის, მაგრამ არაფერი იცვლება. ცხოვრება არ მოძრაობს - წრეზე დადის. ასე არ უნდა თამაშობდნენ ბავშვები - ისინი უნდა დარბოდნენ, ეძებდნენ, იგონებდნენ. 

მეორესმხრივ, რთულია თქვა რომ ვეფხისტყაოსანი საქართველოს ფსიქიურ ფონში მოგზაურობა არაა. სამაგიეროდ, ეს ფსიქიური  ფონი ბოლომდე სცდება ბუნებით დადგენილ საზღვრებს და ქმნის ბუნებაში თავისი აზროვნების ხატს - სოფლხედველობას. რა ვქნათ რომ , ოცდამეერთე საუკუნეს საუკუნეს სოფლხედველობა არ აქვს. როდესაც ადამიანებმა განმანათლებლობასთან ერთად ღმერთთან საუბარი შევწვიტეთ, ავალაპარაკდით ჩვენს თავთან და ახალი სახის უიმედობამ გაიდგა ძირი; დაიწერა უამრავი ფსიქოლოგიური შედევრი. ოდნავ მოგვიანებით ლიტერატურაში ავლაპარაკდით სისტემასთან - მაგრამ სისტემამ არ გვიპასუხა -  იგი დუმდა...  ეს წიგნები დროს თითქოს განსძრახ ნელა ასახავდნენ, მათში სამყარო მთლიანად სუბიექტის მხრიდან ჩანდა. ამასთან ერთად, ადამიანს არ რჩებოდა არანაირი გავლენა ყოფიერების მოწყობაზე. იგი იყო მარტო, სისტემის (ძალიან ფართო გაგებით) ბედზე დარჩენილი. როგორ დაწერდა დღევანდელი ქართველი მეცხრამეტე საუკუნის რუსეთში რომ ეცხოვრა? იგი იპოვნიდა აბსურდს საშინელებაში, არც კი იფიქრებდა რამის შეცვლაზე. დაწერდა არაყზე - ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრ არაყზე. რა გააკეთა დოსტოევკიმ? გვანახა ის რითიც ყველაფერი მთავრდება - რაც ყოველთვის ხდება, ოღონდ კამერების დაუსწრებლად. ანუ მკვლელობა, შეუგუებლობა, სრული უიმედობისგან დაბადებული უიმედო ძალადობა. 
 

4

New Comment