by Gvelesa5 min read3rd May 2024No comments

4

Frontpage


ფილმი იწყება იმედგაცრუებულ, ცინიკურ ქვეყანაში. ქყვეყანაში რომელიც ათწლეულებია ეგუება სოციალისტური  ოცნების ასრულების შეუძლებლობას, რომელშიც სცენაზე და სცენის მიღმა განსხვავებული ცხოვრება მიედინება. 80-იანების საბჭოთა კავშირი არის საზოგადოება  სადაც ლენინის მავზოლოეუმის ირგვლივ ანეთებული ჩირაღდნებით დადიან, მოსახლეობა კი საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შავ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დაშლა , შემდეგ კი 90იანები, რუსეთისთვის ისტორიული სისუსტის - სირცხვილის - მომენტი იყო; ხალხი მშიერი დარჩა - ყველაფერი კი არშემდგარ და არარსებულ რუსულ ‘დემოკრატიას’ დაბრალდა. სერალის ბოლოში პუტინის მოსვლა, გამოგიტყდებით და ბუნებრივ მოვლენად მეჩვენება. პუტინი არის ცენტრალიზაციის, და რუსული ნორმალიზაციის მაგალითი. ამავდროულად იგი ასახვს რუსულ იმედგაცრუებას და რუსეთის უახლეს მცდელობას რომ დაბრუნდეს სამყაროს მოწინავე ძალებთა რიგში. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია ადამ კურტისის ფილმის მეშვეობით და ამ პროექტის ფარგლებში ზედაპირულად მაინც გავეცნოთ იმ ნიადგას რომლიდანაც თანამედროვე რუსეთი აღმოცენდა.

ეს ყველაფერი რომ გავიგოთ მგონა უფრო ადრინდელი ამბებიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი. განსაკუთრებით ბრეჟნევის დროიდან, ცხადი გახდა რომ საბჭოთა სახელმწიფო სექტორი ვერ უმკლავდებოდა ხალხის მოთხოვნებს. აღმოცენდა შავი ბაზარი, ცალკე კი მუშაობა გააგრძელა წამგებიანმა ცენტრალიზირებულმა ეკონომიკამ. ეს უკანასკნელი უბრალოდ სასაცილო იქნებოდა კომიკური რომ არ ყოფილიყო. მაგალითს მოგიყვვანთ: ქარხნების დაფინანსება გამომუშავებული მეტალის წონაზე იყო დამოკიდებული, შესებამისად მთელი ქვეყნის ირგვლივ ზედემეტად სქელი მეტალის ფირფიტებს ამზადებდნენ, სხვა საბჭოთა ქარხნებს კი მათი გათხელება უწევდათ. ქვეყნის ერთი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში მეორე ნაწილის ფაქტიურად მონური შრომით მოპოვებულ დოვლათს ჭამდა. რა საკვირველია, მთელი აღმოსავლეთ ევროპის, შემდგომ კი რუსეთის ინდუსტრია სახელმწიფო დაფინანსების გამოცლასთან ერთად მომენტალურად დაეცა. ოფიციალურადაც კი გაქრა იდეოლოგიურად დიდი ხნის წინ გამქრალი სოციალისტური ტყუილი. პრივატიზაციისთვის დარიგებული კუპონები იმდროინდელმა, უკვე კარგად ფეხადგმულმა ავტორიტეტებმა შეისყიდეს - შემდეგ კი დაისაკუთრეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ისევე როგორც  ყველაზე დისნუფქციური ინდუსტრია. ქარხნები ფაქტიურად გაჩუქდა. სამწუხაროდ არაფრის მქონეებს აქაც არაფერი ერგოთ. ძველი საბჭოთა შავი და პარტიული ელიტა ბუნებრივად იქცა ახალ რუსულ ოლიგარქიურ კლასად, მოსახლეობამ კი საბჭოთა დროს არსებული მინიმალური სოციალური სერვისებიც დაკარგა.  გაჩნდა ნახევრად კანონიერი ეგრედწოდებული ‘რუხი’ ბიზნესი, რომელიც უკვე ჰალსტუხებიანი ავტორიტეტების (და არა სტერეოტპული კრიმინალის) განკარგულებაში  აღმოჩნდა. პუტინის მმართველობასთან ერთად, განსაკუთრებით კი 2010-იანებიდან, კრიმინალური სამყარო სახელმწიფოს პარტნიორად და ინსტრუმენტად იქცა - კანონიერ და უკანონო ფულს შორის განსხვავება ფაქტობრივად გაქრა. 

თავისუფალი მარკეტის საბასიზო წესი არის რომ ადამიანს დასაქმების განსხვავებული პერსპექტივები გააჩნია - ეს არის თავისუფალი მარკეტის ცნება. წინააღმდეგ შემთვევაში, ადამიანის შრომას უკონკურენციოდ ითვისებენ მონოპოლისტები. ოლიგარქიულ და კლეპტოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო ფაქტიურად ფეოდალის როლშია, რომელიც ‘აქირავებს’ ტერიტორიებს მორჩილებისა და ხარკის სანაცვლოდ, ამავდროულად კი არბიტრირებს ძლიერ აქტორებს შორის - იცავს არა კანონს არამედ რაღაცნაირ გაგებას -  ‘პანატიას’, არაფორმალური კომპრომისებით მიღწეულ მანკიერ მშვიდობას. თითოეულ რეგიონში ლოკალური ექპსლუატაცია არა უბრალოდ ნებადართული ან წახალისებული, არამედ ოლიგარქიული მმართველობისთვის განმსაზღვრელი - აუცილებელი - ფაქტია. რათქმაუნდა, ეს ყველაფერი წინააღმდებოაში მოდის დასავლური სამყაროს კანონებთან და ფასეულობებთან. დასავლური, სოციალურად სამართლიანი ინვესტიციის პრე-რეკვიზიტი დამოუკიდებელი სასამართლოს ქონაა, ‘კარმლენიაზე’ დაფუძნებულ ქვეყნებში კი ასეთი რამ ვერ იარსებებს. საბოლოო ჯამში მოსახლეობა ან ალტერნატიული შემოსლის წყაროს პოულობს, ან ელიტის ხელით იწყებს კვებას. ამას კომუნისტები - ჯამაგირის მონობას ეძახიან. 

განზოგადება რთულია, თუმცა რუსეთი რათქმაუნდა ოლიგარქული მმართველობის კარგი მაგალითია. მეტიც, ქართული და მთლიანი პოსტ-საბჭოთა სივრცის კრიმინალი რუსულ ფორმატს ეფუძნება. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად აღმოცენდა ეგრედწოდებული ‘რუხი’ ეკონომიკა. მაგალითად, პრივატიზაციისას კანონის ფარგლებში შესყიდული ქარხნები, რომელებშიც შემდგომ არაკანონიერად მოპოვებული მასალა მუშავდება - ან სახელმწიფო ტენდერები რომლებსაც ‘გათეთრებული’ ფულით დაარსებული კომპანიები იგებენ. იატაკქვეშა წამოწყებები 90-იანებიდანვე შეერწყა ლეგიტიმურ ბიზნესს, პუტინთან ერთად კი საერთოდ სახელმწიფოს ინსტრუმენტი გახდა. ჩვენს ირგვლივ უამრავი კომპანია მუშაობს, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში აღმოცენდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პარვა დამთავრდა. მსგავსი კლეპტოკრატიის მოდელს ვხედავთ დღესაც, მათ შორის საქართველოში. 

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის ფინანსური ჰაბი სამყაროში, ვინაიდან არსებობს ორი სახის სახელმწიფო - დანაწევრებული და დაუნაწევრებელი ძალისუფლებით. ძირითადად წარმატებული პოპულარული დემოკრატია უკვე არსებულ ინსტიტუციურ ბაზაზე იქმნება - ძალაუფლების ეფექტურ დანაწევრებაზე და გამართულ ბიოროკრატიზე. ანუ, ლიბერალური დემოკრატიის არსებობა პირველ რიგში კანონიერებაზე არის დამოკიდებული - კანონი არის ამ ფორმულის საბაზისო კომპონენტი. არ არის აუცილებელი რომ ‘კანონიერი’ ფინანსური ჰაბები მაინცდამაინც ლიბელარულნი იყვნენ, მაგრამ მათი განსაკუთრებული სტატუსი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაზეა დამოკიდებული. ასე ჩნდება და ნარჩუნდება ნდობა იმისა, რომ უცხოეთიდან მოსული უზარმაზარი ფული უსაფრთხოდ იქნება დაბანდებული. ქვეყნებში სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის ეს ნდობა ვერ იარსებებს - შესაბამისად არ იქნება სოციალურად სამართლიანი დასავლური ინვესტიციები - შემოვა მხოლოდ შავი ფული; ფული რომელიც ‘ა პრიორი’ ვერ შეინახება უსაფრთხოდ დასავლეთში. როგორი ჰაბი ჯობია ამ ორს შორის? მოგეხსენებათ, ნებისმიერ კრიმინალურ ავტორიტეტს თავისი ფინანსების, ოფშორების გავლით, დასავლურ ბანკებში მოთავსება სურს. სურათი ნათელია. 

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში გასაოცარი კულტურული გამოღვიძების დროდ იქცა. ხალხებმა თავიანთი წარსულის გაანალიზება დაიწყეს; ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი საერთოდ დისიდენტი და საზოგადოებრივი მოაზროვნე ვაცლავ ჰაველი გახდა. იყო ცოტათი რომანტიული მოთხოვნა ‘სიმართლეში’ ცხოვრებისა - საბჭოთა ‘ტყულის’ სანაცვლოდ. რუსეთშიც აღმოცენდა გარკვეული ‘სიმართლისკენ’ მოწოდინებული მოძრაობები, იყო მაგალითად მემორიალი, რომელმაც მოქალაქეებს სტალინისტური ტერორის ფაქტები გააცნო. სამწუხაროდ, როგორც ყოფილმ იმპერიალისტურ ერში, რუსეთში ლიბერალიზმს კვლავ შოვინიზმმა აჯობა. ჩემი აზრით საერთოდ არ არის გასაკვირი როდესაც ამ უზარმაზარი და ძალიან ამაყი ხალხის შეხედულებანი, 90-იანებში გამოვლილი სირცვილის შემდეგ კიდევ უფრო რევანშისტული და მემარჯვენე გახდა. 

1993 წელს, პრეზიდენსა და საკანონმდებლო ორგანოს დაპირისპირების შემგდეგ, შეიქმნა ულტრა ცენტრალიზირებული რუსული კონსტიტუცია. განსაკუთრებით დიდი ძალაუფლება მიენიჭათ პრეზიდენსა და ძალოვან ორგანოებს. 1996ში გაჩნდა დიდი (და სავსებით პრაგმატული) შიში, რომ იმედგაცრუებული რუსი ხალხი მასიურად მიცემდა ხმას kprf-ს, ანუ კომუნისტურ პარტიას ( საქართველოში კომუნისტური პარტია აკრძალულ სამ პარტიათა შორის ერთერთია - კიდევ არის ირანის სახალხო პარტია და მხედრიონი).  რატომ დაუჭირეს იელტცინს მხარი ოლიგარქებმა? ჯორჯ ოურელის ცხოველთა ფერმის ბოლოში ხომ გახსოვთ რა ხდება? ღორები ისევ ფერმის პირვანდელ სახელს აბრუნებენ და ‘კაპიტალისტურ’ ცხოვრებას აგრძელებენ. ეს წიგნი ოურელმა ცივი ცივი ომის დასაწისყიში დაწერა, მაგამ ის მაშინაც ხვდებოდა, რომ მომპარავისთვი ელიტისთვის კომუნიზმი თავის სატკივარია. მართლაც, რა რთულია როდესაც შენი შრომით მოპარულის კანონიერად ფლობა არ შეგიძლია, და რა კარგია როდესაც ნაქურდალს იკანონებ. რუსულ ქაოსში შექმნილმა ახალმა ელიტამ მასიურად დააფინანსა იელსცინის კამპანია რათა შეენარჩუნებინა ხშირად კანონის ფარგლებში, მაგრამ მაინც უსამართლოდ მოპოვებული ქონება - მათ შორის იყვნენ ეგრედწოდებული 7 ბანკირი და როგორც ცნობილია, ბევრი ქართველი. 

იმისათვის რომ გაეცნო პუტინის ძალაუფლებას რუსეთში, და რუსეთის ძალაუფლებას სამყაროში, უნდა მიანიჭო განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ქვეყნის ანტიდასავლურობასა და ეგრედწოდებული ‘ანტიიმპერიალიზს’. ბევრი ახალგაზრდისთვის რთულია იმის გააზრება რომ საბჭოთა კავშირის მთელი ლეგიტიმურობა კომუნიზმის მორალური უპირატესობის, და საბჭთა ეთნიკური თანასწორობის მითის გავრცელებას ეყრდნობოდა. რუსეთი თავისი თავის ყველაზე ღირსეულ საზოგადოებად გამოყვანას დღესაც ცდილობს, ხშირად იგივე მეთოდებით რაც ადრე. პროპაგანდისტების ერთერთი საყვარელი მეთოდი  დასავლური სიტყვების დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ გამოყენებაა. ავიღოთ მაგალითად ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ადამიანთა უფლებების ლექსიკონი. უკაინაში შეჭრისას საომარ მიზნად პუტინმა ომის დანაშაულების ტრიბუნალის მოწყობა განისძრახა. ვის წინააღმდეგ? ეგრედწოდებული უკრაინელი ფაშისტების. თვითონ იმ ფაქტმა, რომ სისხლიანი რეჟიმები თავს დასავლური სიტყვებით იმართლებენ, უნდა მიგვახვედროს რამდენად ძვირფასი და ძლიერია ნამდვილი დამოკრატია.                   რაც შეეხება ‘განგსტერულ კაპიტალიზმს’, დასავლურ ქვეყნებში არსებობს ნამდვილი, ავთენტური ძალაუფლების დანაწილება. იმისდა მიუხედავად, რომ კორუფცია ყველა საზოგადოებას დასდევს, დასავლეთში სისტემური ან სახელმწიფოებრივი არ არის.  ყველა ქვეყნის ძალოვანები აჭარბებენ უფლებამოსილებას, მაგრამ დასავლეთში რიგითი ადამიანი (და მისი ქონება) დაცულია უსაფუძვლო დევნისგან. ეს არის განსხვავება კაპიტალიზმსა და განსტერულ კაპიტალიზმს შორის. 

არასდროს სამყაროს ისტორიაში ყოფილა ინფორმაცია ისეთი ხელმისაწვდომი როგორც დღეს. ადამიანის უპირველესი განსაკუთრებული თვისება (სხვა ცხოველებს შორის) კი ენის მეშვეობით სხვისი მოპოვებული ინფორმაციის ათვისებაა. პირველ რიგში, რუსეთის უახლესი ისტორიის ცოდნა უკეთესად გვამზადებს მომავლისთვის; მე ვფიქრობ კი რომ კარგად მომზადება გარკვეულ წილად ჩვენი საზოგადოებრივი ვალია. საქართველომ, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მეტნაკლებად კავშირი დაკარგა მის კულტურულ სამეზობლოსთან. არა მგონია მაგალითად ‘მიმინო’ ისეთივე ნაცნობ რეალობას აღწერდეს ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ისე აღარ მეგობრობს სომხებთან როგორც ადრე. გეოპოლიტიკურად დასავლეთისკენ კი გავტრიალდით, მაგრამ იქაურობას ბოლომდე არ გავცნობივართ. კარგად არ ვიცით, რომ ოცდაათი წლის წინ პოლონეთში იგივე მოვლენები ვითარდებოდა რაც ჩვენთან, რომ იქიდან მოვიდა მრგვალი მაგიდები, ასე შემეგ. ისტორა კი წინ მიდის. სანამ ჩვენ ორას წლიანი ტყვეობის შემდეგ მოპოვებული დამოოუკიებლობის მოპოვების გააზრებას ვცდილობთ რუსეთმა უკვე განვითარების ორი ნაბიჯი გაირა,  ისევ დაბრუნდა - კარზე მოგვადგა. სამაგირეოდ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია კარგად გრძნობს მსოფლიო ანტი-ავტორიტარული მოძრაობებისგან სწავლის აუცილებლობას. ‘პტოტესტები მდინარესავით მიედინება’ - ეს ხომ პირდაპირ ჰონგ კონგიდან აღებული ფრაზაა.. სამაგიეროდ, არ დაგავიწყდეთ რომ ხელისუფლებიც სწავლობენ სამოქალაქო მოძრაობების განადგურებას - ისინიც ადაპტირდებიან. ტროკცი ამბობდა რომ სტალინი ნაცრისფერი კაცი იყო, რომ ის მხოლოდ რუსულ უსახო ბიუროკრატიას წარმოადგენდა - იყო უნიჭო და უფრეული. იგივეს იძახიან ხოლმე დღეს პუტინზე, ან თუნდაც საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვევნ გვგონია რომ ოპტიმიზმი მხოლოდ კარგად მომზადებულ ადამიანებს წაადგებათ. უნიჭო და არაფრისმქნელი ადამიანები სახელმწიფოებს ვერ აკონტროლებენ. 



























 

4

New Comment