გთავაზობთ ჩემი და გველესას დღევანდელი საუბრის "ნოუთებს".

გაფართოება

ჯერ კვირანახევარია ვარსებობთ და უკვე სადღაც 10-მდე პოსტი გვიდევს. ვერაფერს ვუწუნებ ამ მაჩვენებელს, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა მეტი ხალხის შემოერთება.

  • ესსეების კონკურსის იდეა:
    • შეგვიძლია შევადგინოთ რამდენიმე საკითხი და ეს საკითხები უნივერსიტეტებში დავაგზავნოთ, 100-200 ლარიანი პრიზებით საუკეთესო ესსეებზე. 
    • საკითხებს დიდად არ დავაკონკრეტებთ; მთავარი კრიტერიუმი იქნება საქართველოს რაიმე "ფუნდამენტური" რეალობის კარგად და საინტერესოდ აღწერა. ერთი სიტყვით, რაღაცის ახალი კუთხით დანახება. 
    • კონკურსში მონაწილეობის მიღების ფორმატი იქნება პირდაპირ ფორუმზე დარეგისტრირება და ესსეს დადება. ვფიქრობთ მოგებულების გამოვლენის მეთოდებზეც. შეიძლება პირდაპირ ჩვენ შევარჩიოთ, ან ჩავრთოთ რაიმე დემოკრატიული ელემენტი - მაგალითად, მონაწილეებს შეეძლოთ ხმის მიცემა. ან ამ ორის ჰიბრიდი. 
    • საკითხებზე კარგად ღირს დაფიქრება. მრავალფეროვნების შეზღუდვა არ გვინდა, მაგრამ ალბათ გვინდა რაღაც ტიპის ნამუშევრები, და ეს რაღაც ტიპი რაღაცნაირად უნდა ავღწეროთ.
    • მაგალითები: საქართველოს ეკონომიკაზე, ან სასამართლო სისტემის, ან სხვა ინსტიტუციების სტრუქტურებზე დაფიქრება. ეს ესსები შედარებით ანალიტიკური იქნება, მაგრამ დიდი ყურადღება უნდა მიენიჭოს ზოგად პრეზენტაციასაც; ამ თემებზე კარგი ესსე საკითხს ახალია კუთხით დაგვანახებს. 
    • სოციალური კრიტიკა: ამის კარგი მაგალითია ზურას "ყავა და ქართული ამორალური ფამილიზმი." ეს პირადად ჩემი საყვარელი კატეგორიაა.
       

ფორუმის სტრუქტურის ათვისება

ფორუმის ფორმატი მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ ჟურნალის სტილში სტატიების გამოქვეყნებაა (რასაც აქამდე ვაკეთებდით). ფორუმი შეიძლება ბევრად უფრო ცოცხალი იყოს. კონკრეტულად ამ ფორუმს, გრძელი პოსტის გარდა, აქვს კითხვის დასმის და დებატის დაწყების ფუნქციებიც - ესენიც შეგვიძლია ავითვისოთ. 

ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლებად დამუშავებულ იდეებსაც უნდა გამოუჩნდეს ადგილი. ბოლო რამდენიმე დღეში ბევრ რამეზე მომინდა დაწერა, და სანამ მივალ ამ იდეებამდე, ეს იდეები უნდა დავჟმოტო? ამიტომ, უნდა მოვიფიქროთ ასეთი იდეებისგან დროებითი განტვირთვის რიტუალები:

  • ამ დღეებში ალბათ ამ იდეებს მთლიანად ჩავყრი ერთ პოსტში მოკლე-მოკლე აღწერებით. ამ ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს იდეების მიმოცვლას ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც ეს იდეა არ იყოს კარგად დამუშავებული და ჩამოყალიბებული. 
  • კვირაში ერთხელ გავხსნით "ყოველკვირეული დისკუსიის" პოსტს, რომლის კომენტარებშიც შეგვეძლება რენდომ აზრების გაზიარება და განხილვა. ესეც შეამცირებს აზრების მიმოცვლის "friction"-ს.

ამგვარად, ფორუმი შეიძლება გახდეს მისი წევრების აზროვნების ბუნებრივი გაგრძელება. საბოლოო მიზანიც ესაა და არა რაღაც ჟურნალის გაკეთება. 

4

New Comment
1 comment, sorted by Click to highlight new comments since: Today at 6:31 AM

კაია აქ ყველაფერი რაც წერია, ესეების კონკურსი მომწონს და ჩავერთვები დაგეგმვაში დიდი სიამოვნებით. ჩემი აზრით, თუ ფორუმის გაზრდაა მთვარი, მაშინ ორი რაღაც გვჭირდება კიდე.

პირველი არის სოციალურ მედიაში ფორუმის გასპამვა. ჩემს და გველესას პოსტებს კარგი გამოხმაურება მოყვა პირველი გაზიარებისთვის და შემდეგებს უფრო მეტი მოყვება ალბათ. ხალხი ფორუმზე თუ გადმოვა, ჩემი აზრით დარჩება კიდეც. იმის მაგივრად, რომ hand-picked ტიპებს შევთავაზოთ რო გადმოვიდნენ (რაც თავიდან იდეა იყო მგონი?), ჯობია ბევრი გადმოვიდეს და მერე გაიფილტროს. ვინც გადმოვა ყველა თავისას მოიტანს და საბოლოო ჯამში ინტელექტუალური სივრცე იმედია გაიზრდება.

მეორე რიგში, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი breakthrough იქნება თუ ვინმე შედარებით ნავაროჩენი დარეგისტრირდება და რამეს დაწერს ფორუმზე, ფეისბუქის გარდა. ლევან ღამბაშიძეზე ვფიქრობდი for obvious reasons. ჯიგარი ტიპია და თუ ავუხსნით დაახლოებით რა გეგმებიც გვაქვს უარს არ გვეტყვის. კარგი პლატფორმა აქვს თვითონ ფეისბუქზე და ამით ფორუმის ტრაფიკი გაიზრდება ალბათ რა.

ბიძგი მიცემული გვაქვს, მარა მსოფლიოში ყველაზე მაგარ მძღოლსაც (თაზო ცინცაძესაც) არ შეუძლია მარტო მანქანის გორაობით გადაადგილება. საკმარისი ბიძგი დაძრავს და მატორს აამუშავებს. საბოლოო შედეგი, იდეალურ პონტში, იქნება ის რო ხალხი ვინც დაინტერესებულია, ფეისბუქის და ინსტაგრამის შემოწმების მერე ამ ფორუმსაც შეამოწმებს ყოვედლღიურად.