ამერიკელი ისტორიკოსი, ტიმოთი სნაიდერი, ძალიან საინტერესოდ აფასებს პუტინის რუსეთისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობას. საამისოდ იგი გარკვეულ თეორიას გვთავაზობს რომლითაც თითქოს ოცდამეერთე საუკუნის, სინამდვილეში კი როგორც ჩანს ყველა პერიოდის პოლიტიკოსებისა თუ ნარატივების აღწერა შეიძლება. სნაიდერი ამბობს, რომ არსებობს ორი სახის პროპაგანდისტული ნარატივი - გარდაუვლობისა და უსასრულობის. პირველი გვეუბნება, რომ სამყაროს განვითარების, მოქმედებისა და მოწყობის წესები უკვე ამოხსნილია; იმას რომ პროგრესისკენ მოძრაობის ერთი სწორი გზა არსებობს, ამ გზას მიყოლა კი ბედნიერებას მოგვიტანს. მეორე მსოფლხედველობით - უსასრულობის პოლიტიკით - ჩვენი საზოგადოება სამუდამოდ ჩათრეული ხდება უსასრულო, დაუმთავრებელ ბრძოლაში; გარკვეული ნაციონალური , იდეოლოგიური, გენდერული თუ სექსუალური ელემენტები სამუდამოდ ‘ემუქრებიან’ ჯგუფის გადარჩენას. 

ბევრი დღეს ვერ ხვდება, რომ საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად გარდაუვლობის პოლიტიკის მატარებელი იყო. სამყარო იყო პოლიტიკური კლასების ბრძოლა, პროლეტარიატის პირველი რევოლუცია კი კაცობრიობის განვითარების გარდაუვალი ნაბიჯი. კომუნიზმის პირველმა ოცმა წელმა ეს ფანტაზია რომ მოკლა, სტალიმა გარკვეულ წილად დააბრუნა ნაციონალიზმი და მასთან ერთად გააღვივა უსასრულობის პოლიტიკა - ანუ სამუდამო შუღლი ერებს შორის. სნაიდერი ამბობს, რომ როდესაც გარდაუვლობის პოლიტიკა 'ისტორიის დასრულებას' ვერ ახერხებს ლიდერები იძვრებიან უსასრულობის პოლიტიკაში, რადგან უსასრულობაში ყველაფერი მტრის - ომის - ბრალია. პუტინმა დაასრულა რუსეთის ფლირტი არა დემოკატიასთან, არამედ განვითარებასთან - შესაბამისად ქვეყანაში უბედურება სწპრედ კონფლიქტის ხარჯზე ‘ჩააცემენტა’ და უსასრულობაში მოაქცია. 

საქართველო 

წლების განმავლობაში ქართული ოცნება პირდებოდა მის პრო-დასავლურ ამომრჩეველს, რომ ქვეყანა სწორედ დასავლეთის მიმართულებით განვითარდებოდა. ორიათასიან წლებში აღებული ინერციით და ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების ხარჯზე ოცნების მმართველობისას ნამდვილად მოხდა გარღვევები და გაიზარდა კოოპერაცია ევროკავშირთან. ორი წლის წინ რომ გეკითხათ, საქართველო უახლოვდებოდა დასავლეთს, იგი აუცილებლად გახდებოდა მისი ნაწილი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს დამოკიდებულება ძალიან უცბად შეიცვალა. დღეს ქართული ოცნება ძირითადად უსასრულობის პოლიტიკითაა დაკავებული და პროპაგანდირებს იგივე რიტორიკით - რითიც პუტინი. დასავლეთი არა მხოლოდ ჩვენს ომში ჩართვას ცდილობს, არამედ იგი ასევე გვიცხადებს სამუდამო იდეოლოგიურ ომს - ცდილობს გარყვნას ჩვენი მოსახლეობა. 

ყველაფერთან ერთად, მე (და ბევრ სხვას) აქვს ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა დაბრუნდება გარდაუვლობის პოლიტიკის პირობებში. ისინი გვეტყვიან, რომ ‘რუსეთის ჩრდილში ცხოვრება’ აუცილებლად გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას და ასე შემდეგ. ამისდა მიუხედავად, ძირითადად უსასრულობის პოლიტიკას უნდა ველოდოთ. საქართველოს ებრძვიან, ებრძოდნენ სამუდამოდ, და არასდროს დაანებებენ თავს. ებრძვიან უცხოელები და შესაბამისად ვებრძვით ჩვენც - პატრიოტები. 


 



 

5

New Comment