alexamirejibi

Sequences

Latent Futures, Civil Cybernetics

Wiki Contributions

Comments

საერთოდ ბევრ ასპექტში ვართ ასე. ბავშვობიდან ვეჩვევით, თუნდაც ანეკდოტების სახით, რომ არსებობს რაღაც მარადიული და უსასრულო სიმართლე ქართულ სამყაროზე რომელიც ყველამ იცის, ანუ გურული რა ტიპია და კახელი, და პოლიტიკას და ისტორიასაც იგივე სტილში განვიხილავთ :დ

"ზოგადი ცოდნის" რაოდენობის და ამ ზოგადი ცოდნის მატარებელი ადამიანების რაოდენობის შეფარდება ჩვენთან ალბათ ყველაზე მაღალია დედამიწაზე :დ საოცრებაა

ძაან კაი პოსტია. მარა რეალურად სად არის ეს "არა-რუსული" იდენტობა? არამგონია ჩვენი თაობა ამას განიცდიდეს საერთოდ, ყოველ შემთხვევაში მე, საკუთარი ეროვნული იდენტობის შეგრძნებას როდესაც ვაკვირდები, რუსეთთან ოპოზიციაში მას ვხედავ მხოლოდ პირდაპირ ომის ოპონენტის და ოკუპანტის კუთხით.

ცხადია, იდენტობა ყველაზე მეტად ყალიბდებდა და მყარდება ოპრესიის და ამგვარი "ჩაგვრის" პირობებში. ამას ეხება გიორგი მაისურაძე იმ ლექციაში. ჩემი რუსეთის გავლენისგან თავისუფლების წყურვილი ნამდვილად ხდება ჩემი ეროვნულ იდენტობის დიდი ნაწილი, და საერთოდაც, თავისუფლების წყურვილი ხდება ჩვენი იდენტობის დომინანტური ძალა. მაგრამ საერთოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩემი ეროვნული იდენტობა კიდე რამით არის მიბმული რუსეთთან. ანუ, არის დამპყრობლისგან თავისუფლების ელემენტი, მაგრამ ეს აუცილებლად არ სვავს მთლიან ეროვნულ იდენტობას დამპყრობელთან ოპიზიციაში. ის ასტიმულირებს იდენტობის ფორმირებას, მაგრამ ეს ხომ აუცილებლად არ ნიშნავს, რომ შემდგომი იდენტობა მაინც და მაინც მიბმულია დამპყრობელზე?

ამის დაწერის მერე უფრო ასეთი კითხვა მიჩნდება: ვინ ვართ ქართველები, როდესაც არ არის ოკუპაცია, კორუფციული მთავრობა და ზოგადი კრიზისი? მე პირადად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი იდენტობა ბოლომდე ამეების ოპოზიციას ეფუძნება. ყოველ შემთხვევაში უფრო ახალ თაობაზე შეიძლება ამის თქმა, რომელიც თავისუფლებაში დაიბადა. ამის ანარეკლია კლუბური კულტურაც რა თქმა უნდა, თუ არა თვით სიმბოლო. სპეკულაციაა მაგრამ რუსეთს ვერ ვხედავ ამ სურათში - ანუ, ვხედავ როგორც ნეგატიურ entityს ჩვენს იდენტობაში, მაგრამ ვერ ვხედავ ვერანაირ პარალელურ ოპოზიციას რუსულ იდენტობასთან, მაგალითად. ჩემი აზრით, ახალგაზრდულმა იდენტობამ უკვე მეათე წრეზე გაასწრო რუსეთს. ამ იდენტობაში "პუწინ ხუილო" ერთერთი არც თუ ისე უმნიშვნელო ელემენტია, მაგრამ არც თუ ისე მნიშვნელოვანიც.

ისე ჩემი აზრით ქართულ კლუბურ და ზოგადად მუსიკალურ / არტისტულ სფეროს უკვე სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი თაობის იდენტობის ჩამოყალიბებაში. მე ნამდვილად შემიძლია ამის თქმა. საინტერესო იქნებოდა ამის გაანალიზება.

https://youtu.be/bqLiFISmcNQ "პოსტ-საბჭოთა საქართველო - საკუთარი ადგილის ძიებაში - გიორგი მაისურაძე"

Load More