ცოტა ხნის წინ დავწერე, რომ ყოველ კვირას ერთ ასეთ პოსტს დავდებთ. კომენტარებში შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაწეროთ. საინტერესო რესურსები, ზოგადი ფიქრები, დაუმუშავებელი იდეები, რაც გინდათ, მაგრამ ჰა, ერთ-ორ კითხვასაც მივაწერ ხოლმე, რატომაც არა.

  • როგორც წინა პოსტში ვთქვი, სავარაუდოდ ესსეების კონკურსით შევეცდებით ახალი ხალხის ჩართვას. ამით იმედი გვაქვს რომ პირდაპირ ისეთ ხალხს მოვიზიდავთ, ვისაც წერა უყვარს. მაგრამ რა საკითხებზე დავაწერინოთ? ანუ, რა საკითხებზე ვყიდულობთ 100-200 ლარად სიღრმისეულად ნაფიქრს?
New Comment
1 comment, sorted by Click to highlight new comments since: Today at 6:28 AM

თავისუფალი თემა უნდა იყოს საწყისად ალბათ და თუ წარმატებული გამოდგა მერე შეგვილია უფრო დავყოთ არა? რატი სტურუას ველაპარაკებოდი იმ დღეს კაკრას ფორუმზე (ჩემი და გველესას რაღაცეები წაიკითხა და მოეწონა) და მითხრა რაღაც სტატიას ვწერ კაკრას მარა ძაან ნერდობაა და არამგონი თქვენ რასაც ხოდავთ მაგისთვის იყოს შესაფერისიო. მეთქი მიდი გამოუშვი მაინც თქო და ძალიან სპეციფიურ 80იანების კომპიუტერის ჩიპების ოპტიმიზაციაზე წერდა და ბაზარი არაა, ჯერ-ჯერობით მაგის აქ შემოგდება ცოტა უადგილოა მეთქი ვუთხარი. ხოდა აი თავისუფალ თემაში ეგეთ თავისუფლებას არ ვგულისხმობ, at least სანამ ფორუმი მაინც ნორჩია და უფრო ზოგად-საზოგადოებრივ თემებზეა ფოკუსირებული.