All of Taz1224's Comments + Replies

საინტერესო პოსტი იყო, სავსებით აქტუალური საკითხი წარადგინე ახლა ჩვენთვის, ბედისწერის გასაყრის წინაშე მდგომი ხალხისათვის (განსაკუთრებით ასაკის და სოციო-პოლიტიკურ პოზიციის ფორმაციის მხრივ).

წინასწარ გაგაფრთხილებთ, ჩემი ნაწერი არ იქნება ემპირიული და უფრო stream of consciousness ის ტიპი იქნება.

ერთმხრივ, მარტივად შეიძლება პოტენციური ყავის შემოთავაზება და მისი აქტიურად ადუღება და მოხმარება. იმასაც დავამატებ, რომ რა ყავასაც მე შემოგთავაზებთ იქნება შაქრის გარეშე და მას ექნება მჟავე და მწარე გემო —როგორც, ბევრ ხარისხიან ყავას. ეს ყავა ყველა მკითხველისთვის ფამილიალურ... (read more)

1zuramishvili1y
მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ ლონგთერმ ხსნა განათლების სისტემის ცვლილებაშია. დღევანდელი სისტემა მოძველებულია და არ არის ბავშვებზე და სტუდენტებზე მორგებული. მაქვს პირადად მე კონკრეტული რაღაცეები რასაც შევცვლიდი, ბევრჯერ მიფიქრია მაგ თემაზე, მაგრამ ამის განხორციელება არ მოხდება ასეთი პოლიტიკური წესრიგის პირობებში, იმიტომ რომ ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს და ეგრევე დასანახ შედეგს ვერ მოიტანს. გრძელვადიან ცვლილებებს ამიტომ არ იღებს ის ხალხი ვინც დღეს ძალაუფლებაშია - ამორალური ფამილისტები არიან, კიდიათ, მათ შემდეგ რა იქნება. პანდემიის დროს 200-200 ლარის უცებ დარიგება 18-წლამდელებისთვის ეგრევე ეფექტურია, განათლების სისტემის რეფორმას და სხვა ცვლილებებს კი დიდი დრო სჭირდება. სხვათა შორის, კომუნისტების იშვიათად კარგი გადაწყვეტილება, თავის დროზე, იყო თბილისში მეტროს გაყვანა. ეგეც ზუსტად იმიტომ, ქნეს, რომ იცოდნენ, თავისთვის აკეთებდნენ და წლების შემდეგ, როცა მეტრო დასრულდებოდა, თვითონ დარჩებოდათ ისევ. ბუქ ქლაბს რაც შეეხება, ზოგადად მსგავსი ინტელექტუალური/გასართობი/საზოგადოებრივი ადგილების შექმნა არის წინაპირობა პროგრესისთვის, ჩემი აზრით. სოციალური კაპიტალი რასაც ქვია, მსგავსი ქომიუნითი აქტივობებით ხდება მაგის დაგროვება, რაც შემდეგ საზოგადოების ზრდას და პროგრესს იწვევს. ონლაინ დისკურსი იდეაში კარგია, მაგრამ კარგი იდეები ხშირად იკარგება ბოტების, რეკლამების და სხვა სოციალური მედიის პრობლემებში. ეს ფორუმიც, ჩემი აზრით, იმ იდეას ემსახურება, რო ჩვეულებრივი დისკურსის გაფილტვრა მოხდეს და ხარისხის გაზრდა. Quality over quantity -ს თემაა.