Latest Posts

Customize Feed (Hide)Customize Feed (Show)
Personal+

Recent Discussion

Justified doubt is a sign of superior intellect whereas certainty is equally common to all beings. Among humans, the proportion of facts that anyone may hold to be certain over the number they may doubt usually varies little from person to person, or group to group. We are infected with a spirit of conservatism and would rather make small alterations in our mental shortcuts than large ones; and though varied are the contents of our beliefs, healthy humans are naturally predictable in their submission to the environment as given, and as directly experienced. To be known in this sense of the term is not to have been derived from a syllogism, but to have been experienced firsthand. This overwhelming tribunal of the experience is home to both the mystical...


ფილმი იწყება იმედგაცრუებულ, ცინიკურ ქვეყანაში. ქყვეყანაში რომელიც ათწლეულებია ეგუება სოციალისტური  ოცნების ასრულების შეუძლებლობას, რომელშიც სცენაზე და სცენის მიღმა განსხვავებული ცხოვრება მიედინება. 80-იანების საბჭოთა კავშირი არის საზოგადოება  სადაც ლენინის მავზოლოეუმის ირგვლივ ანეთებული ჩირაღდნებით დადიან, მოსახლეობა კი საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შავ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დაშლა , შემდეგ კი 90იანები, რუსეთისთვის ისტორიული სისუსტის - სირცხვილის - მომენტი იყო; ხალხი მშიერი დარჩა - ყველაფერი კი არშემდგარ და არარსებულ რუსულ ‘დემოკრატიას’ დაბრალდა. სერალის ბოლოში პუტინის მოსვლა, გამოგიტყდებით და ბუნებრივ მოვლენად მეჩვენება. პუტინი არის ცენტრალიზაციის, და რუსული ნორმალიზაციის მაგალითი. ამავდროულად იგი ასახვს რუსულ იმედგაცრუებას და რუსეთის უახლეს მცდელობას რომ დაბრუნდეს სამყაროს მოწინავე ძალებთა რიგში. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია ადამ კურტისის ფილმის მეშვეობით და ამ პროექტის ფარგლებში ზედაპირულად მაინც გავეცნოთ იმ ნიადგას რომლიდანაც თანამედროვე რუსეთი აღმოცენდა.

ეს ყველაფერი რომ გავიგოთ მგონა უფრო ადრინდელი ამბებიდან...

ბერლინი. 22 აპრილი, 2024.

ერთ წელზე ოდნავ მეტი გავიდა რაც, შარშანდელი მარტის აქციების ენერგიით დამუხტულმა, ვეცადე ჩემი აზრებისთვის სწრაფად და არეულად მომეყარა თავი. ძალიან რთულია ქვეყანაში საშვილიშვილო საქმეები ხდებოდეს და კაცი შენი ლეპტოპის ეკრანით კმაყოფილდებოდე. ბევრი რაღაც გიგროვდება, უბრალოდ. მაშინ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის იშვიათ შემთხვევაში, ქართველი ხალხის პირდაპირი ნება მისმა ხელისუფალმა ყურად მიიღო და მას დაემორჩილა. ხალხმა ვერ გაიგო, გამარჯვება ეზეიმებინა თუ არა, იმდენად სიახლის გემო ჰქონდა მას - იმდენად გაუგებრობის გემო ჰქონდა მას. "რა იქნება შემდეგ?" - იკითხეს ვიღაცეებმა. "2024-ს დაველოდოთ" - უპასუხეს სხვებმა. მოკლედ, ახლადგანცდილი გამარჯვებით დაღლილი ხალხი, გაოცებული საკუთარი შესაძლებლობებით და არა სხვა რომელიმე ფაქტორით, დაიშალა. პირადად მე ოდნავ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა. ხალხის დაშლა, პრინციპში, არ გამკვირვებია, მაგრამ ჩემი მოზღვავებული, ეკრანზე დანთხეული ფიქრის და ემოციების კორიანტელი "სახინკლის ინციდენტში" ჩავიწერე.

რას ვიფიქრებდი, ზუსტად თუ ვიწინასწარმეტყველებდი იმ გარემოებას,...

გუშინ ჯემალამ მკითხა, "რას ფიქრობო, შენო ვაფშეო, აფხაზეთის თემაზეო, შეჩემაო, ვაფშეო მანდო რა მოხდაო". "რავი"-თქო და რაღაც გაუგებარი ვუპასუხე. თან ვუთხარი, არ მაქვს საკმარისი ცოდნა ამ თემაზე თქო. მერე დავფიქრდი.

ქართულ კოლექტიურ ცნობიერებაზე დავწერე წინა პოსტი, რამდენიმე თვის წინ. მაგის მერე მინდოდა რაღაცეების დაწერა კიდე, მარა, როგორც ჩანს, საკმარისად არა. ამ ორ-სამ თვიანი ვაკუუმის დროს ყველაზე მეტად ისეთ კონკრეტულ რაღაცაზე მეფიქრებოდა, რაც ყველა თანამედროვე ქართველ მოაზროვნე ტიპს გაუფიქრია, მაგრამ მერე მიმხვდარა, რომ თვითონ მხოლოდ ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა და მიუგდია. 

საუბარი ეხება იმას, რომ საქართველოს უახლესი ისტორია - დაახლოებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - არის სრულიად გაუგებარი და ბურუსით მოცული. ყოველშემთხვევაში, ეს ჩემთვის ნამდვილად ასეა. ქართული კოლექტიური ცნობიერება, ჩემი აზრით, იზიარებს არა მხოლოდ "სახინკლის ინციდენტის" მეხსიერებას, არამედ კონკრეტულ განცდას, რომ რაღაც ფაქტები ისტორიიდან (განსაკუთრებით თანამედროვე ან უახლესი ისტორიიდან) ყველამ...

საერთოდ ბევრ ასპექტში ვართ ასე. ბავშვობიდან ვეჩვევით, თუნდაც ანეკდოტების სახით, რომ არსებობს რაღაც მარადიული და უსასრულო სიმართლე ქართულ სამყაროზე რომელიც ყველამ იცის, ანუ გურული რა ტიპია და კახელი, და პოლიტიკას და ისტორიასაც იგივე სტილში განვიხილავთ :დ

1alexamirejibi1y
"ზოგადი ცოდნის" რაოდენობის და ამ ზოგადი ცოდნის მატარებელი ადამიანების რაოდენობის შეფარდება ჩვენთან ალბათ ყველაზე მაღალია დედამიწაზე :დ საოცრებაა

This is the first part of a series. It's mostly a conceptual foundation for the following parts, so it's sort of boring and "technical." I rely heavily on quotes by Scott Alexander because I think he gets the point across.

Preface

What is the system? Is it someone, or some group of people? Is it the totality of the people and institutions that make up the social and political order?

I'm not sure how most people conceptualize this term, but I think it carries the implicit suggestion that it's at least somewhat impersonal, or goes beyond the mere group of people who occupy it presently. 2012 anti-governmental protests under the slogan "the system must collapse" (სისტემა უნდა დაინგრეს) was split half and half between people who just wanted UNM to...

All of these scenarios follow the same formula: it would be ideal if no one did X, but it would be terrible if anyone other than me did X, so I decide to do X to minimize my loss - and so does everyone else, placing us firmly in the worst possible outcome.

Realizing that life is not, in fact, a zero-sum game is the 21st century equivalent of living with the absurd of your existence: Sisyphus knows deep down that he is stuck in the "system" to minimize his losses, but god forbid he tries to break out, that the boulder will fall down.

ამერიკელი ისტორიკოსი, ტიმოთი სნაიდერი, ძალიან საინტერესოდ აფასებს პუტინის რუსეთისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობას. საამისოდ იგი გარკვეულ თეორიას გვთავაზობს რომლითაც თითქოს ოცდამეერთე საუკუნის, სინამდვილეში კი როგორც ჩანს ყველა პერიოდის პოლიტიკოსებისა თუ ნარატივების აღწერა შეიძლება. სნაიდერი ამბობს, რომ არსებობს ორი სახის პროპაგანდისტული ნარატივი - გარდაუვლობისა და უსასრულობის. პირველი გვეუბნება, რომ სამყაროს განვითარების, მოქმედებისა და მოწყობის წესები უკვე ამოხსნილია; იმას რომ პროგრესისკენ მოძრაობის ერთი სწორი გზა არსებობს, ამ გზას მიყოლა კი ბედნიერებას მოგვიტანს. მეორე მსოფლხედველობით - უსასრულობის პოლიტიკით - ჩვენი საზოგადოება სამუდამოდ ჩათრეული ხდება უსასრულო, დაუმთავრებელ ბრძოლაში; გარკვეული ნაციონალური , იდეოლოგიური, გენდერული თუ სექსუალური ელემენტები სამუდამოდ ‘ემუქრებიან’ ჯგუფის გადარჩენას. 

ბევრი დღეს ვერ ხვდება, რომ საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად გარდაუვლობის პოლიტიკის მატარებელი იყო. სამყარო იყო პოლიტიკური კლასების ბრძოლა, პროლეტარიატის პირველი რევოლუცია კი კაცობრიობის განვითარების გარდაუვალი ნაბიჯი. კომუნიზმის პირველმა ოცმა წელმა ეს ფანტაზია რომ...

To get the best posts emailed to you, create an account! (2-3 posts per week, selected by the moderation team.)
Subscribe to Curated posts
Log In Reset Password
...or continue with

წლების განმავლობაში ვფიქრობდი სცენარის დაწერაზე.  გამიჩნდა კითხვა, თუ როგორი შეიძლება იყოს სიუჟეტი ოცდამეერთე საუკუნეში;  როგორი სიუჟეტებს ვერ ვხედავ მე.                                     

შესავალი

ნარატივები რომლებიც ქართულ ცნობიერებაში ფიგურირებს უმოძრაობის ნარატივებია - ნარკოტიკები, ოთხმოცდაათიანები, კლუბები, საბჭოთა ბლოკები. ამასთან ერთად, რადგან ვიცით რა ხდება ყველგან და ყოველთვის, შეგვიძლია შევაფასოთ ნებისმიერი მოვლენა - ბასიანზე, ხიდზე, ტესში თუ პარლამენტთან. ამის ფონზე ცხადია, რომ ჩვენს ნარატივებში არ მოიძებნება ‘ამოუცნობი’ მიმართულება და მოვლენა, ისევე როგორც იგი არ ჩდება სხვა ‘თბილისურ’ ლიტერატურაში. გასეირნება ყარაბაღში არაფერია გარდა საქართველოს ფსიქიურ ფონში გასეირნებისა; თანაც ისეთის, რომელშიც ქართველს თავისი ‘იდეოლოგიური სათვალეები’ დედამიწის ყველა კუთხეში შეუძლია გაიყოლოს - შეხვდება ისევ იმას, რაც უკვე იცის. ამ ჟანრის ექსტრიმალური ლიმიტი იქნებოდა მაგალითად ქართველი ნარკომანი - ვიეტნამის ომში, რომელიც...

warning: unfinished, not meant to be read really

The word "deconfusion" recently made an appearance, so let's explore further.

Deconfusion originates from the evermore relevant field of AI Alignment, which concerns itself with finding ways of reliably aligning AI with human intentions (or die tying). The term is vaguely defined as:

  1. making it so that you can think about a given topic without continuously accidentally spouting nonsense" - MIRI 2018
  2. "the process of dissolving confusion, by reducing the object of thought to less confused and better understood ideas." - Adam Shimi

Deconfusion is acquiring functional internal maps of the general landscape - of what we know and don't know - so as to intuitively situate our exploration. It means reducing the chaotic blob of general intuitions about the object of interest into...

სახინკლეში ხარ მეგობრებთან ერთად. ფული ბევრი არ გაქვს, მაგრამ არც გჭირდება ბევრი ფული. ოთხნი ხართ და ძალიან არ გშიათ. ორმოცი ხინკალი, ორი ქაბაბი, კიტრი-პომიდვრის სალათი ნიგვზით და ერთი ხაჭაპური გაქვთ შეკვეთილი, ოთხ ჩამოსასხმელ ლუდთან ერთად. "სჯობს მოგვრჩეს, ვიდრე დაგვაკლდეს" ფილოსოფიით ხართ სახინკლეში წასულები. სახინკლეში ხართ და არა რესტორანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან სახინკლეში რაც უფრო მეტ კერძს უკვეთავ, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ არ იყოს გემრიელი, ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა დარჩე ხინკალთან და მის შემოგარენ მეორეხარისხოვან კერძებთან. რესტორანში ხინკალი მხოლოდ ერთ-ერთი კერძია და არა მთავარი. სახინკლეში იმიტომ წამოხვედით რომ ხინკალი გინდათ. ქალაქური აიღეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მთიულური მარტო მთიულეთში იჭმევა. რახან სახინკლეში ხართ, არ ელოდებით, რომ ხინკალს რაღაც განსაკუთრებული გემო ექნება. სხვადასხვა სახინკლეების ხინკალი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ყველას შედარებით თხელი ცომი...

ძაან კაი პოსტია. მარა რეალურად სად არის ეს "არა-რუსული" იდენტობა? არამგონია ჩვენი თაობა ამას განიცდიდეს საერთოდ, ყოველ შემთხვევაში მე, საკუთარი ეროვნული იდენტობის შეგრძნებას როდესაც ვაკვირდები, რუსეთთან ოპოზიციაში მას ვხედავ მხოლოდ პირდაპირ ომის ოპონენტის და ოკუპანტის კუთხით.

ცხადია, იდენტობა ყველაზე მეტად ყალიბდებდა და მყარდება ოპრესიის და ამგვარი "ჩაგვრის" პირობებში. ამას ეხება გიორგი მაისურაძე იმ ლექციაში. ჩემი რუსეთის გავლენისგან თავისუფლების წყურვილი ნამდვილად ხდება ჩემი ეროვნულ იდენტობის დიდი ნაწილი, და საერთოდაც, თავისუფლების წყურვილი ხდება ჩვენი იდე... (read more)

1zuramishvili1y
კი. აიაზია ბერლინის positive/negative liberty -ს თემაა დაახლოებით [https://plato.stanford.edu/entries/liberty-positive-negative/]. "არა-რუსობა" არის ნეგატიური თავისუფლება/იდენტობა, რაღაცისგან თავისუფლება. "ქართველობა" უნდა იყოს პოზიტიური თავისუფლება/იდენტობა, რომელიც თავის თავში უკვე უნდა მოიცავდეს რაღაცეებს (მათ შორის, შეიძლება, "არა-რუსობასაც", მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი ცენტრი).